გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ქართველი ხალხი ჩვენი ღირებულებებიდან და იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. შეხვედრები იქნება, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესში“, - აღნიშნა ლიკა შარტავამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.