საქართველოს პარლამენტმა ლიკა ბასილაია შავგულიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი დაამტკიცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლია შავგულიძის კანდიდატურას დეპუტატებმა 52 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. ბასილაია სამეურვეო საბჭოს წევრად "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა. პირველი წარდგენისას მისი კანდიდატურა ჩააგდეს, დღეს იგი ხელმეორედ წარადგინეს. ახალი წევრი 6 წლით აირჩიეს.