"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე "დღის კურიერში" ლავროვის განცხადებას აფასებს: 

"მე და ჩემს პარტიას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ რუსეთთან მარტო დარჩენის შემთხვევაში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ის მდგომარეობა რაშიც ახლა ვართ, როცა ჩვენს მეგობრებს, ამერიკის თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნებს აცხადებენ ამ ქვეყნის მტრებად, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებად, ამ ვითარებაში რუსეთზე, როგორც მოლაპარაკების გარანტზე საუბარი არის ჩემი მოკრძალებული აზრი არის მოღალატეობრივი განცხადება.

დიალოგი შერიგებაზე რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა დიალოგი არ შეიძლება მოხდეს ამ ფორმით მტერთან, ჩვენ ვფიქრობთ რომ თუ გავყვებით ისეთი ტიპის დიალოგს რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, ჩვენც აღმოვჩნდებით ისეთი სახის იზოლაციაში, როგორშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. ჩვენი ხედვაა რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი  . . ", - განაცხადა სანიკიძემ.