"დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო - ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, რის გარშემოც და რისთვისაც იბრძოდნენ თაობები, რისთვისაც ღვრიდნენ სისხლს. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ვისურვებდით ჩვენი პარტნიორებისგან არის სერიოზული დამოკიდებულება გულწრფელი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საუბრობს.
ლევან მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.
"დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, რის გარშემოც და რისთვისაც იბრძოდნენ თაობები, რისთვისაც ღვრიდნენ სისხლს. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ვისურვებდით ჩვენი პარტნიორებისგან, არის სერიოზული დამოკიდებულება გულწრფელი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იხილა ის კადრები, რაც იხილა - უხამსი სიმბოლოები ჩვენი მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოს გარშემო. იმ პროცესებიდან, რომელიც იყო ძალადობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ერთადერთი განცდა, რაც შეიძლება საზოგადოებას დარჩეს, ეს არის ის, სახელმწიფო სიმბოლო, დროშა, უნდა აქციონ ძალადობის სიმბოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საკუთარი დროშა უკვე აქციეს, სამწუხაროდ, ძალადობის სიმბოლოდ. ეს მათი არჩევანია, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები არ და ვერ იქნება ძალადობის სიმბოლო," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს და არ აკეთებს განმარტებებს ვიდეორგოლზე, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მოამზადა. რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზე, რაც, "ქართული ოცნების" შეფასებით, ძალადობრივი პროტესტის რომანტიზება და დაპირისპირების წახალისებაა.




