ამ ფონდების საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
„ამ ფონდების საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას. ამიტომ, თავის არიდება სხვადასხვა მცდელობებით, რა თქმა უნდა, არავის გამოუვა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, ამ დანაშაულის ნებისმიერი ფორმით წახალისება, მხარდაჭერა არის ასევე დანაშაულში თანამონაწილეობა.
ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ შესაბამის ქმედებებს მათ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.