ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

„თუკი ვინმეს უნდა საქართველოს გაკრიტიკება, თვითონ მოგვცეს ყველამ საკუთარი საუკეთესო მაგალითი, რა შეიძლება რომ გააკეთოს საქართველომ. როდესაც კრემლის წინ სამხედრო სალამს აბარებ პუტინს იმიტომ, რომ მაშინ ჰქონდათ ურთიერთობის აღდგენის სურვილი, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გაგვაკრიტიკონ იმის გამო, რომ ვცდილობთ რუსეთთან ომის თავიდან აცილებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.