კარგია, საზოგადოებამაც დაინახა, რომ მარტო ხელისუფლება კი არ ლაპარაკობს, არამედ თავად ამ ამბის უშუალო მონაწილეები საუბრობენ, როგორ ხდებოდა საზოგადოების ემოციების გამოყენება, მათი ინტერესებით მანიპულაცია, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ პროცესების გამოწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მსგავსი ქმედებები არ ხდება, რაც კარგია.
„ნამდვილად რაც არ გაგვკვირვებია, სწორედ ეს მეთოდები იყო. ეს არის ის მეთოდები, რომლებსაც სპეცსამსახურები მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იყენებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში რაც ნამდვილად სამწუხარო იყო, იყო ის, რომ ჩვენი მეგობარი უკრაინა, სამწუხაროდ, ამ მანიპულაციების მსხვერპლი გახდა და კიდევ უფრო შემაშფოთებელი და შოკის მომგვრელია, რომ საქართველოც იყო ამ მსგავსი მანიპულაციებისა და სპეცოპერაციების მსხვერპლი. კარგია, როგორც იქნა, საზოგადოებამაც დაინახა, რომ მარტო ხელისუფლება კი არ ლაპარაკობს თავისი ინფორმაციით, არამედ თავად ამ ამბის უშუალო მონაწილეები საუბრობენ ამ ტიპის მანიპულაციებზე, თუ როგორ ხდებოდა საზოგადოების ემოციების გამოყენება, მათი იტერესებით მანიპულაცია და, რაც მთავარია, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ პროცესების გამოწვევა. მეორე მხრივ, საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მსგავს ქმედებებს ვერ ვხედავთ, ეს კარგია, რადგან სტრატეგიული პარტნიორისგან რასაც უპირველეს ყოვლისა ელოდები, არის ნორმალური თანამშრომლობითი დამოკიდებულება და არა სპეცძალებისა და სპეცუწყებების მხრიდან მსგავსი ტიპის სპეცოპერაციების ჩატარება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში), ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა „როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.








