„ერთი მხრივ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია ცნობები, რაც ევროკავშირში არსებულ კორუფციულ სკანდალსა და მოსყიდვებთან დაკავშირებით მოვისმინეთ; მეორე მხრივ, ეს არ არის გასაკვირი. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მსგავსი სკანდალი მოვისმინეთ. ბრიუსელი მსგავს სკანდალში გაეხვა, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებებით კორუფციაში, მოსყიდვასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შემაშფოთებელია. – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"ევროკავშირი ჩვენს მომავლად წარმოგვიდგენია, იმ ორგანიზაციად, სადაც გვინდა, გავწევრიანდეთ. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია ჩვენთვის უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მაქსიმალურად ანგარიშვალდებული მოსახლეობის წინაშე. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს, მაქსიმალურად გახსნან თავიანთი კარი და მაქსიმალურად გამჭვირვალობა შემოიტანონ თავიანთ ბიუროკრატიაში. რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებონ სხვა სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს დაბულინგებას იმ მიზეზით, რომ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი გვქონდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ყოფილი დიპლომატიური ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი ბელგიის პოლიციის სამ პირთან ერთად დააკავა. დაკავება მოხდა ბრიუგეს აკადემიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი თაღლითობის გამოძიების ფარგლებში







