„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ასევე ჩამოართმევენ ორ ავტომობილსა და 30 000 აშშ დოლარს.
ელისო კილაძის განაჩენი 2026 წლის 17 ნოემბერს, – ჟურნალისტის დაკავებიდან ცხრა თვის თავზე, – გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
ელისო ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ცნობისათვის: „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალდებულები არიან ბიზნესმენები, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ჯამში, ცხრა ადამიანის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გრძელდება.
სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს მსგავსი ბრალდებით უკვე მიუსაჯეს 13 წლით პატიმრობა.




