საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს დაგეგმილ ვიზიტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.




