საქართველოს ენერგომომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მუშაობა მიმდინარეობს, ვინ ვის ესაუბრება, ამაზე საჯაროდ საუბარი დღეს ადრეა. რისი გარანტიაც შეგვიძლია მოქალაქეებს მივცეთ, არის ის, რომ საქართველოს ენერგომომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება. სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე საჯარო საუბარი მართებული არ არის. ქვეყანას ენერგომომარაგების არანაირი პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.









