„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან არაჯანსაღი პროცესებია, ეს ატორები ერთმანეთს ვერ იტანენ, ისევე როგორც „ალიანსის“ წევრები ვერ იტანენ ერთმანეთს და მოქმედებენ გარე მითითებების შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან კარგი რადიკალი აქტივისტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაც შეუძლია.

„ნანუკა ჟორჟოლიანი რა თავმჯდომარე უნდა იყოს, საზოგადოებისთვის მიმინდია ამის განსჯა, დრო გვიჩვენებს. ის არის ძალიან კარგი რადიკალი აქტივისტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაც შეგიძლია. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციაში ამ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, ერთი მხრივ, ეს არის ბუნებრივი პროცესები, ვინაიდან ბოლომდე გამარგინალებულები არიან. რაც არ უნდა დაირქვან – „ნაცები“, „ახალი“, „ლელო“ თუ „გახარიები“, აბსოლუტურად ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ის ხმაური, რაც „ნაცებში” და „ალიანსშია“ ატეხილი ბუნებრივი პროცესის გარდა ხელოვნურიცაა, ვინაიდან ეს მათი გარე აქტორების დავალებით ხორციელდება, რომლებმაც ფსონი არსებულ კომფიგურაციაზე ბევრჯერ დადეს და „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდნენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.