ოპოზიცია ელჩებს ხვდება და ამაში არაფერია ახალი, ისინი ელჩებს არა მხოლოდ ახლა, საარჩევნო კამპანიების დროს ხვდებოდნენ და საარჩევნო ფორმირებას მათ ეკითხებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც აქტიურად დადიოდნენ, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.
„ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხთან ჰქონოდათ ურთიერთობა, სხვადასხვა დედაქალაქებში დავალებებს იღებენ. ეს ელჩები თავიანთი ქვეყნების დავალებების გამცენტრალიზირებელები არიან აგენტურული ოპოზიციისთვის. ამაში სიახლე არაფერია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ.








