ჯო უილსონი საკუთარი განცხადებებისთვის ფულს იღებს, რაც ასახულია „ფარას“ დოკუმენტაციაში, ეს არის ადამიანი, რომელიც დროშებით და ინაუგურაციის ბილეთებით ვაჭრობს, იმდენად სამარცხვინოა, თვითმფრინავში საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა არ აუშვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კო უილსონი რას დააინიცირებს, საინტერესო არ არის.

„ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგს ტრამპის ადმინისტრაცია ქმნის, ჩვენ სწორედ მათთან გვაქვს საქმე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მათგან ველოდებით. ჯო უილსონი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ნაკლებად დარდობს, ის ამაში ფულს იღებს. „ფარას“ დოკუმენტებით, ეს ადამიანი კოლექტიური “ნაცმოძრაობიდან” ფულს იღებს, რათა ეს ყველაფერი დააინიციროს, რეზოლუციის ტექსტები შეადგინოს და შემდეგ რაღაც ხმაური ატეხოს, რომ აგენტურული ოპოზიციის მედიასაშუალებებს მასალა ჰქონდეთ, რომ რაღაც ნიუსი მოამზადონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.