პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიტანეთი ერთის მხრივ აკრიტიკებს საქართველოს იმისთვის, რომ უცხოურ ჩარევებს ებრძვის, მეორე მხრივ კი, თავად ამკაცრებს ამ მიმართულებით კანონმდებლობას.

"კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, თუ როგორი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ ისინი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

როდესაც თავიანთ განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან, კონკრეტულად გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტიც და აბსოლუტური უსტანდარტობაც სახეზეა.

ერთი მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორე მხრივ, ისინი ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევის წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.