წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ უკანეთში, გამარჯვების პლატფორმის კამპანიის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარტიის ლიდერებთან ერთად, საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა ამ სოფელში ,,ქართულ ოცნებას" არასდროს გაუმარჯვია.
,,ევროკავშირი ხომ საქართველოსთვის და სოფლების გაძლიერებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის გვინდა. ჩვენ ჩავალთ ყველგან და ადამიანებს ვესაუბრებით მათი პრობლემების შესახებ. ამ სოფელში ,,ქართულ ოცნებას" არასდროს მოუგია." - განაცხადა ვაშაძემ.