ვაჟა სირაძემ თქვა, შენ წამოდი, შეგიყვან კობახიძესთანო, წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, კართან მითხრა, ვერ აგიყვან, აქ იყავი, მე და შენ ვილაპარაკოთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საუბარი სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიონ.
„ვაჟა სირაძემ თქვა, შენ წამოდი, შეგიყვანო, მარტო შენ წამოხვალ კობახიძესთანო? კი-მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, იქ დადგა და თქვა, ახლა ვერა, არ გამოვაო. ვაჟა სირაძემ თქვა, მარტო თუ წამოხვალ, აბა თუ მაგარი ხარ, წამოდი მარტო, დაელაპარაკეო. გავყევი, შუა გზაში მესიჯი მოუვიდა, არაო უთხრეს. კარებთან მითხრა, ვერ აგიყვან, აქ იყავი, მე და შენ ვილაპარაკოთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.