გუშინ თუ ნახეთ ეს კადრები როგორ მოგეწონათ, როცა ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად? რის გამო უსწორდებოდნენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, ევროპა და თუ ნახეთ ის ახალგაზრდა მოწყვეტით რომ დაეცა, როდესაც სპეცრაზმი ურტყამდა? ის კადრები თუ ნახეთ ახალგაზრდებს როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს? რას ჩარგეთ ტელეფონებში თავი, გაუსწორეთ მოსახლეობას თავი და უპასუხეთ მათ მშობლებს." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"„რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, ვისაც ასე უსწორდებოდით გუშინ ქუჩებში? ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ იდგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს? მთელმა საქართველომ გამოთქვა საკუთარი აზრი. მეტი ვინ უნდა დაწეროს, ილია თოფურიამ დაწერა, სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენი ევროპელი კოლეგები თუ რახან სოზარ სუბარს ესმის ეს არის კანონი? თუ ხუნდაძემ რახან გაიგო? ვისთვის არის ეს კანონი კარგი? რას ეუბნებით ამ ხალხს და თქვენ გარდა, თქვე სამარცხვინოებო მედვედევს რაც მოსწონს, როგორ მოგწონთ ის კანონი და გეკითხებით ყველას - მედვედევს, პესკოვს, ლავროვს, პუტინს რას მოსწონს ეგ როგორ მოგწონთ? ეგ არ არის რუსეთის მსახურება? თუ თქვენ აგენტურა გგონიათ, რომ თქვენ დაგირეკავთ ახლა ლავროვი და პუტინი ტელეფონზე და უიმე მე აგენტი არ ვარ, რადგან ისინი არ მირეკავენ. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული დავალება გაქვთ მიღებული და ასრულებთ.
წინაზე არ იძახდით, რომ არცერთი ახალგაზრდის თმის ღერი არ გვიღირს ? თქვე აფერისტებო მატყუარებო! თქვენი სამარკო ნიშანი არის ტყუილი. 2012 წლის შემდეგ ატყუებთ ხალხს ყოველდღიურად, მთელი საქართველო არის ერთიანი ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე. დიახ, თქვენი მომხრეები დგანან იმ აქციაზე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეები დგანან, არცერთი პარტია რომ არ მოსწონს ის ხალხი დგას და რატომ იცით? რადგან მათ უყვართ თავიანთი სამშობლო, თავიანთი შვილები, რადგან მათ უნდათ უკეთესი საქართველო და თქვენ დღეს მოგიწევთ ისტორიის წინაშე პასუხის გაცემა.
დაიწერებით როგორც რუსებისთვის მხარდამჭერი პარტია, პარლამენტარები, შეგრცხვებათ საქართველოში გადაადგილების, უსირცხვილობას აკეთებთ, ატყუებთ ხალხს. ბერა ივანიშვილმა რომ დაწეროს, ხომ იქნებით ცუციკებივით, რატომ არ გესმით ფეხბურთელების? რატომ არ გესმით შოთა არველაძის? რატომ არ გესმით ილია თოფურიასი? მამარდაშვილის? ილია თოფურიამ რა დაწერა იცით?! ურთულესი საყურებელია როგორ სცემს სპეცრაზმი ხალხს! დემოკრატია იცით რა არის? დემოკრატია ის არის, რომ ერთპიროვნულად არ უნდა იღებდეთ გადაწყვეტილებას, ხალხის მმართველობა ჰქვია დემოკრატია. მარტო იონათამაშვილს და გაუგებარ ხალხს რომ მოგწონთ ეს კანონი, თქვენ გგონიათ, რომ ისტორია ამას გაპატიებთ? არა, არ გაპატიებთ. სანამ დრო გაქვთ აზრზე მოდით, რაც არ უნდა პოზიცია მქონდეს, ღმერთმა დაიფაროს მეც, ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, რომ დავემთხვეთ მედვედევს და პუტინს. სირცხვილია, გამორიცხულია ასეთი გადაწყვეტილება. თქვენ დგახართ პუტინის, მედვედევის, ლავროვის, პესკოვის მხარეს და აქეთ დგას ცივილიზებული სამყარო.
მე ვეკითხები ხალხს - ევროპა თუ სოზარ სუბარი? ამათ შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. ევროპა თუ მამუკა მდინარაძე? ევროპა თუ ირაკლი კობახიძე? ევროპა თუ ივანიშვილი? ეს არის დღეს რეალური არჩევანი. თქვენ ხართ მონურ მორჩილებაში და მალე აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე, თქვენ ჩადიხართ დანაშაულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ყველას გელოდებით 19:00 საათზე რუსთაველზე!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.
პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ