კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ე.წ. მინისტრი გომელაური მისი მოადგილეებით არის დასანქცირებული და თან ისინი არიან ფინანსური მიმართულებით სანქცირებულნი.
კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი.
ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში მოხდა ამ სანქციების გამოცემა, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და, მათ შორის, მინდა გავაფრთხილო ამ დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები - კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, სხვადასხვა ძალოვანი უწყების ე.წ. მაღალი თანამდებობის პირები - ბიძებო, ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ძალიან მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი აუცილებლად იქნებით თქვენ, აუცილებლად მოხვდებით ამ სანქციების ქვეშ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.