"ივანიშვილს სურს, რომ ტელევიზიებში სულ იყოს შემდეგი ნიუსები - გვარამია დაიჭირეს, მსახიობებს იჭერენ, ხაბეიშვილს უწყებას აბარებენ, სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, უნდა, რომ ვიყოთ სულ თავდაცვაში, მაგრამ თავი დასაცავი აქვს მხოლოდ ივანიშვილს" - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
ლევან ხაბეიშვილს განცხადებით, რომელიც იმყოფება სასამართლოში, გაურკვეველმა პიროვნებამ, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მაიდენტიფიცირებელი საბუთი, მიუტანა სასამართლო უწყება, მაგრამ ლევან ხაბეიშვილმა ის არ ჩაიბარა, რადგან იდენტიფიცირება ვერ ხდება ამ პიროვნების;
“არც საბუთი ჰქონდა, არც პირადობა ჰქონდა, რაღაც გაურკვეველ საბუთებს მაბარებდა და ცხადია არ ჩავიბარე. ნურაფრის ნუ გეშინიათ, ქუჩაში ერთად უნდა დავდგეთ, თუ ვინმეს აქვს გასაქცევად და შესაშინებლად საქმე, ეს არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. მაქსიმალურად უნდა, რომ იტრიალოს ნიუსებმა - გვარამია დააპატიმრეს, ელისაშვილს აპატიმრებენ, ხაბეიშვილს უწყებას აბარებენ, სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, მსახიობებს იჭერენ, ეს უნდათ, რომ სულ თავდაცვაში ვიყოთ, მაგრამ რეალურად თავი უნდა დაიცვას ივანიშვილმა.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.