„რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში შსს-ს განცხადებას ენმ-ს ცენტრალური ოფისი დარბევასთან დაკავშირებით
„მუხლი 224. ბანდიტიზმი
1. მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia - რა მინის დაზიანება ? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა ?!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი