„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ წერს და ამბობს, რომ „რუსული ოცნება“ და ივანიშვილი ძარცვავს ხალხს და აუცილებელია ტარიფების გადახედვა დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად;
"საქართველო, წელიწადში დაახლოებით 70 - 80 მილიონამდე დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს .... როდესაც 3.25 იყო დოლარის კურსი, 260 მილიონი ლარით ყიდულობდნენ ამ 80 მილიონ დოლარს და ახლა 80 მილიონი დოლარის საყიდლად - 199 მილიონი ლარია საკმარისი ... ამ კურსის ცვლილებით, საშუალოდ 50- 60 მილიონი ლარი დარჩებათ, მოიგებენ, მოიპარავენ ... ზედმეტობით ამ სხვაობას გაზრდილი ტარიფით გვახდევინებენ. „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს. გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!" – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში