„ის, რომ ადამიანები არ ასახელებენ პოლიტიკურ პარტიებს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ცხადია, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ ძალიან ბევრი მუშაობა.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
"ამ კვლევაში უმნიშვნელოვანესია და სამწუხარო რეალობაა, რომ NDI გვეუბნება 86 პროცენტს სატელეფონო გამოკითხვის დროს, არ უნდა პასუხის გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის უკიდურესი შიში ადამიანებში, მათ უსმენენ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნების გამოხატვა, ისინი სატელეფონო საუბარში არ არიან დაცულები და შესაბამისად, NDI-ც ღიად ამბობს, რომ სატელეფონო გამოკითხვის დროს 86 პროცენტი არ ასრულებს ინტერვიუს. ეს არის უმძიმესი რეალობა, გამოკითხვიდან გამოკითხვამდე იზრდება ეს მაჩვენებელი. მაგალითად, თუ წინა გამოკითხვის დროს 71 პროცენტი, რომელი არ საუბრობდა ტელეფონზე, ახალ არის 86 პროცენტი. ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ზრდას იმისას, რომ კონკრეტული ადამიანები არ ასახელებენ პოლიტიკურ პარტიებს, ესეც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, თუმცა ცხადია, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ ძალიან ბევრი მუშაობა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ხვდება მოქალაქეებს, მუშაობს სხვადასხვა პროგრამებზე, სხვადასხვა შეთავაზებებზე და მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია საქართველოში, მზად არის სათანამშრომლოდ, საბრძოლველად რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, რასაც უკანასკნელი 11 წელია აკეთებს და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც სხვადასხვა კვლევებში იკვეთება, ვუპასუხოთ.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი NDI-ის კვლევებს.