არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამის დასტურია ცესკო-ს დაანგარიშებული შედეგები, რომლებიც დღეს გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებულ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი.
„ჩვენი შედეგები ხმებში არის რადიკალურად გაზრდილი, რაც იმის ძალიან მკაფიო მტკიცებულება, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას მოსწონს ის საერთო პოლიტიკა, რომელიც წარმოებს დღეს ქვეყანაში. სწორედ ეს განაპირობებს მხარდაჭერის ზრდას. ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებულ კვლევის შედეგებს, რაც, ერთი მხრივ, სამწუხარო და დასანანია, მეორე მხრივ, გვაძლევს დასკვნების გამოტანის საშუალებას. კონკრეტული გაყალბება ხორციელდება კონკრეტული მიზნით. ამ გაყალბების ერთ-ერთი მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი. სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ აქვს მხარდაჭერა მიღებული წინა საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე – 48%, 47%. ეს რეიტინგი არის კიდევ მეტად გაუმჯობესებული მოცემულ მომენტში, დაახლოებით 50%, ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.
ასეთ პირობებში საუბარი, რომ ერთია ხელისუფლება და მეორე ხალხი, ძალიან არასწორი გზავნილია. ეს მიუთითებს, რომ ვიღაცას სურს, ხელოვნურად დელეგიტიმაციის წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე. ამის მცდელობა იყო 2021 წელს და ეს გრძელდება წელსაც. ჩვენ საზოგადოებას ვეტყვით სიმართლეს და ერთ-ერთი სიმართლე არის სწორედ დღეს წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი, რაც საბოლოო ჯამში, ხაზს უსვამს ხოლმე კონკრეტული კვლევის შედეგების გაყალბებას, არის არჩევნების შედეგები. თქვენ არაერთხელ გახსოვთ NDI-ის, IRI-ის მიერ გამოცხადებული კვლევების შემდეგ ოპოზიციის აჟიოტაჟი, სიხარული, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადებისას იცვლებოდა მათი გულის ტკენით. ასე იქნება 2024 წლის ოქტომბერშიც. ყველა დაინახავს, რომ საზოგადოების, ხალხის ნდობა არის „ქართული ოცნების“ და არა რადიკალების თუ აგენტების მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.