თუ ისინი [NDI] საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება. რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60% მიიღო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„NDI თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს პარტიას ერთად, ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ყველა სხვა პარტიას ერთად, არ ვიცი გაეპარათ ეს მონაცემი თუ რა მოხდა, იმიტომ, რომ თუ სხვას ერთად „ნაცმოძრაობასთან“ აქვს 11% , „ნაცმოძრაობას“ 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე. ეს შეიძლება იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 20% აქვს „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 60% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ იმ დათქმით, რომ ყველაზე მაღალი აქტივობა, რომ ყოფილიყო, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა. მაშინ გამოდის, რომ რეკორდი დაფიქსირდა 40%-იანი ცდომილების და თუ ციფრებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და უბრალოდ 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ ყველაზე,
კი ბატონო, შეიძლება დაახლოებით ასეთი რეიტინგი იყოს. ამიტომ უცნაური, მაგრამ ისეთი კვლევის შედეგი, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი რაღაც პარამეტრი თითქოს არის, მაგრამ მეორეთი, 40%-ით არის აცდენილი ამ ყველაფერს, ამიტომ სერიოზულად ალბათ უნდა გაგვიჭირდეს, თუკი ოდნავ მაინც სუბიექტურად ვიმსჯელებთ ამ კვლევის შედეგებზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაში, იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, რამდენი ადამიანიც მივიდა, ის იქნებოდა დაახლოებით, 60%.
„ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაში, იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, უმოტივაციო, უკონკურენტო არჩევნებში, რამდენი ადამიანიც მივიდა, ის იქნებოდა დაახლოებით, 60%. თერჯოლაში კონკურენტი არ ჰყავდა მერობის კანდიდატს, 9100 - ზე მეტი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ წინა შემთხვევაში და 11700 მიიღო დაახლოებით ახლა. ანუ, მოტივაცია რომ არ ჰქონდა ადამიანს, რომ მისულიყო, 100 ადამიანი რომ მისულიყო მაინც იმარჯვებდა ეს კანდიდატი, მივიდა რამდენიმე ათასით მეტი. მინიმუმ, ის მაინც უნდა აღიარო, რომ გაზრდილია წინა შემთხვევებთან შედარებით, 2021 წლის რეიტინგთან შედარებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.