“თბილისის მერს - კახი კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან იმიტომ რომ ყველა კარტელურ, კრიმინალურ გარიგების წილშია.” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, კახი კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს ?
წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.
გვიპასუხეთ 2024 წელს, პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?
უთხარით ხალხს სიმართლე ! 1.65 ლარი არ არის ის ფასი რაც პორტამდეა ? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს? - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ცნობისთვის, კახა კალაძემ განაცხადა - ლევან ხაბეიშვილი ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს - ასე განაგრძოს