„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ერთი მინისტრის მეორით შეცვლით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება - მათ არც შემოსავალი გაეზრდებათ და არც პროდუქტის ფასი შემცირდება.“ - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ერთ მაგიდაზე რამდენიმე ადამიანი იცვლება, სახელებიც კი არ იცვლება, მხოლოდ გვარები და ამით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება, ამიტომ როცა საუბარია თანამდებობების გადანაწილებაზე, ამის ფონზე ჩვენ მოქალაქის კეთილდღეობა არ გაიზრდება. ის, რომ ერთი მინისტრი შეიცვალა მეორით, ამით ადამიანს არ შაქარი გაუიაფდება, არც წიწიბურა და არც შემოსავალი მოემატება, არც პრემიერის შეცვლით არ მომატებია საქართველოს მოქალაქეს რამე.  შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  ეს უნიკალური შანსი, რომელიც 2024 წელს აქვს საქართველოს მოქალაქეს აქვს, გამოვიყენოთ და შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება.“-  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა