"20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
" მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველომდე საწვავი ღირს ერთი ლარი და 65 თეთრი დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად აორმაგებენ ამ თანხას, ამიტომ გვაქვს შეკითხვა და უნდა უპასუხონ ხალხს - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა