საგამოძიებო კომისიას „ოცნება“ კი არ ითხოვს. ითხოვს ოპოზიცია და როდესაც მეკითხებით, მხარს დავუჭერ თუ არა, არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით საგამოძიებო მოქმედებებში, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ქოლცენტრებზე საუბრისას განუცხადა.
„საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია და ახლა იგონებენ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.