აშშ-მ ღიად დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქმე „ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის მიერ არის შეთითხნილი. პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე!- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან 2 წელი გავიდა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად დაადასტურა, რომ ფეესბეს აგენტის, ფარცხალაძის მიერ არის ეს საქმე შეთითხნილი. პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე!
ქუთაისის პარლამენტის შენობა არის კიდევ ერთი მონუმენტი, ფაქტი იმისა, თუ როგორ სძულს ივანიშვილს საქართველო და როგორ სურს გაანადგუროს ჩვენი ეროვნულობა ! 100 000-ობით ემიგრანტია ქუთაისიდან წასული და რუსი ოლიგარქის მიზანიც ეს არის, საქართველო - ქართველების გარეშე!
 ბრძოლით, ერთობით უნდა შევცვალოთ ეს მძიმე რეალობა და გავისტუმროთ რუსული ოცნება, პოლიტიკურ მოუსავლეთში “,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.