არასდროს მოიძებნება  არანაირი ჩანაწერი, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს აუგად მოვიხსენიებ - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"სამარცხვინოა, როდესაც ბინძური აუდიო ჩანაწერი რომ გამოვარდება და "ნაციონალურ მოძრაობას" რომ წარმოადგენს კაცი და იტყვის, ეს სუსის გაკეთებული არ არისო, ესო იქითა მხარის გაკეთებული არისო. მე მესვრიან ტალახს ის ხალხი, რომელიც სპიკერი იყო თავის დროზე და  სისხლიან 9 წელზე, ჩემზე ლაპარაკობენ, ოღონდ მე არ მრცხვენია “ნაციონალური მოძრაობის”. ჩემი ჩანაწერი არ მოიძებნება არასდროს არანაირი, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს აუგად მოვიხსენიებ. მელია ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა მიხეილ სააკაშვილს და ამაზე კამათი მქონდა მასთან. მიშას მიმართ ნეგატიურ განწყობას საჯაროდაც არ მალავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ მიშას  პარტიის ლიდერი ხარ, მიშა სააკაშვილის მეგობარი უნდა იყო, უნდა თვლიდე მას მეგობრად”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.