მართლა გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადება, რომლის თქმით, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია.

„სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილს. აქ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ პირადი მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც ეს მის შვილს სჭირდებოდეს. მართლა გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. აქ არ ვაპირებთ არავისზე პასუხების გაცემას, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ფეიგინის მიერ ინიცირებულ ინიციატივას ვუერთდებით, ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ. კონკრეტული ადამიანები საზოგადოებას მიმართავენ, ასევე პროექტორით მივანათებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოებს, როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება ახლა, მეტი ლუსტრაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო მედიისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი აქცია იყოს კარგად ორგანიზებული. შემდეგ უკვე აქედან ბიძინა ივანიშვილის სახლთან მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პროტესტს რუსი ოლიგარქისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.