პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას ბიუროზე დღეს დაარეგისტრირებს.

"მოქალაქეების" თავმჯდომარეს ღია მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ოპოზიციის ნაწილმა.

იოსელიანის წინააღმდეგი არც უმრავლესობაა, თუმცაუკვე ითქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ.

"ლევან იოსელიანის კანდიდატურას აქვს ერთი ის პლუსი, რომ კონსენსუსის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უმრავლესობის სხდომაზე პოზიციას საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გაითვალისწინოს.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ ხმების გათვალისწინებით, საჭიროა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება.