საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არც კონსილიუმი იღებს, არც მე ვიღებ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი და „ვივამედის“ კლინიკა იღებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს იქ, სადაც არის და გაგრძელდეს მისი მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კონსილიუმი შედგება კვალიფიციური ექიმებისგან და მე მათ ვენდობი. ეს ადამიანები, როდესაც შედიან მიხეილ სააკაშვილთან, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ისინი შედიან სამედიცინო აპარატურით, ინსტრუმენტებით აღჭურვილნი. ძირითადად ისინი ეყრდნობიან კლინიკა „ვივამედის“ დასკვნებს. დავუშვათ, კონსილიუმმა რომ განაცხადოს, მიხეილ სააკაშვილი არის კარგად და ის გადასაყვანია საპატიმროში, თუ მისი მკურნალი ექიმი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს შეუძლებელია, რომ მოხდეს. ამიტომ, კონსილიუმს იმაზე მეტ ტვირთს ნუ დავადებთ, ვიდრე ამ ადამიანებს... მე შეიძლება, ტელევიზორში რომ გამოდის მიხეილ სააკაშვილი, ადამიანურად ვთქვა, რომ ახლა უკეთ არის, უკეთ გამოიყურება, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას არც კონსილიუმი იღებს, არც მე ვიღებ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი და „ვივამედის“ კლინიკა იღებენ, ვინც უნდა დაწეროს დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ ესაჭიროება მკურნალობა და რაც აქამდე მომისმენია, ეს ხალხი პირიქით საუბრობს, მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს იქ სადაც არის და გაგრძელდეს მისი მკურნალობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.