არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად იმისა რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა,  ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, - წერს ლევან იოსელიანი.