“ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა გააკეთოს სწორი არჩევანი და შეაფასოს მოვლენები როგორც არის რეალურად.” - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ
“რეალურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ამ რეჟიმის ტყვე და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება.” - განაცხადა ლაშა ფარულავამ