ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა აცხადებსზ

"ყველას ახსოვს 2016 წელს რა მოხდა ენმ-ში, როდესაც ბოკერიას გუნდმა დატოვა პარტია და ფაქტობრივად, პარტია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ამ ბობს, რომ პარტიაში მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. თუ ვინმეს უნდა ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც პარტიის ცენტრალური ფიგურა, გლობალური მნიშვნელობის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, პარტიიდან წასვლა არის ღალატი და ღალატია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და პარტიის, არამედ არის ღალატი ქვეყნის ევროპული მომავლის," - ამბობს ლაშა ფარულავა.