ამერიკის ცენტრალური სარდლობა X-ზე წერს, რომ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გუშინ ღამით გარდაიცვალა ირანის რეჟიმის მიერ ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს მიღებული ჭრილობებისგან.
„სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა საუდის არაბეთის სამეფოში აშშ-ის ძალებზე 1 მარტის თავდასხმის ადგილზე. ის მეშვიდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს დაიღუპა. ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაფარული იქნება უახლოესი ნათესავებისთვის შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
CENTCOM Update
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 8, 2026
TAMPA, Fla. – Last night, a U.S. service member passed away from injuries received during the Iranian regime’s initial attacks across the Middle East. The service member was seriously wounded at the scene of an attack on U.S. troops in the Kingdom of Saudi Arabia…




