„ბიძინა ივანიშვილის რუსულ პარტიას ასობით ორგანიზაცია ჰყავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არჩევნების მიკერძოებულად შეფასებისთვის სჭირდება. ამას აფინანსებს საბიუჯეტო რესურსებით და ამ დროს იმ ორგანიზაციებს, როგორიც არის „ანტიკორუფციული მოძრაობა“, რომელიც ავლენს კორუფციულ ინტერესებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თავს ესხმის ბიძინა ივანიშვილის „ რუსული პარტია“. - ასე იქცევიან რუსეთში.“ - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა განცხადებას, რომლითაც NGO-ებსა და ოპოზიციურ პარტიებზე  აუდიტი უნდა განხორცილედეს

 ა ლაშა ფარულავა ახალ შეტევას NGO-ებსა და ოპოზიციურ პარტიებზე - "ოცნების" სატელიტი ორგანიზაცია აუდიტს შემოწმების მიზნით მიმართავს.

"ბიძინა ივანიშვილის რუსულ პარტიას ასობით ორგანიზაცია ჰყავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არჩევნების მიკერძოებულად შეფასებისთვის სჭირდება. ამას აფინანსებს საბიუჯეტო რესურსებით და ასეთი არაერთი გვიხილავს ჩვენ. ხალხის ფულით კვებას ორგანიზაციებს და ამ დროს იმ ორგანიზაციებს, როგორიც არის „სამოქალაქო პლატფორმა 2020„ ,რომელიც 2020-2021 წლების  არჩევნებს აკვირდებოდა და „ანტიკორუფციული მოძრაობა“, რომელიც მათ შორის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია, რომელიც ავლენს კორუფციულ ინტერესებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თავს ესხმის ბიძინა ივანიშვილის „ რუსული პარტია“ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ხდება.

წარმოიდგინეთ, რომ რაიმე უკანონოს ჩადიოდეს ნებისმიერი ორგანიზაცია უკვე ცხადი იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებები მათ შორის აუდიტის მხრიდან და სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, თუმცა ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი ,რომ გააშავონ ის ორგანიზაციები ,რომლებიც კეთილსინდისიერად ახორციელებს თავის საქმიანობას და ასეთი ნამდვილად იყო "სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც 2020-ის არჩევნებს აკვირდებოდა და ასეთი არის "ანტიკორუფციული მოძრაობა", რომელიც ხალხის ინტერესებს ემსახურება და კეთილსინდისიერად ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციებში კორუფციული ინტერესების მოკვლევას." - განაცხადა ლაშა ფარულავამ.