საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდის, რათა გამკაცარდეს კანონი მათ მიმართ, ვინც საფლავზე მიტანილ თაიგულებს და ყვავილებს პერმანენტულად ანადგურებს.
პირდაპირ მინდა ვიკითხო: არ შეიძლება, რომ კანონში, რომელიც მიცვალებულის საფლავის ან რომელიმე მონუმენტის შეურაცხყოფაზე სასჯელს ითვალისწინებს, შევიდეს დამატება იქ მიტანილი თაიგულის ან ყვავილების გვირგვინის განადგურებაზე აგრესიული და ცოფმორეული მარგინალების მიერ? რატომ არ ექცევა ამას ყურადღება?
"აიპრესი" გერმანიაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას მეტი კონკრეტიკისთვის დაუკავშირდა, თუმცა, მან დამატებითი განმარტებისგან თავი შეიკავა: "კონკრეტიკაში არ შევდივარ ხოლმე. ვინც იქ იყო, იმან სჯობს თქვას. მე ბერლინში ვარ, სამსახურში"