კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ - არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიგინგზე განაცხადა.
„ეს საზოგადოებამ უნდა განსჯოს, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ. საქართველოში უკრაინის ელჩმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა: „დღეს, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება“.