"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა სუბელიანის განცხადებით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე შეუძლებელია არჩევნების პროცესის ნორმალურ ვითარებაში გამართვა.
"ამხელა სოფელში ამ პატარა ოთახზე დიდი ოთახი ვერ ნახეს? ძალიან სივიწროვეა, შეუძლებელია არჩევნების ჩატარების კომფორტული პროცესის გამართვა. თავზე ედგა ყველა კომისიის წევრებს, ცალკე ჟურნალისტები, ცალკე დამვკირვებლები, კუდის მოსაქნევი ადგილი არ არის, მაგრამ მაინც აქ ვართ, რომ უზრუნველვყოთ არცევნების მშვიდ გარემოში ჩატარება",- განაცხადა სუბელიანმა.