გვინდა პოლარიზაციის შემცირება? ამისთვის ორი წინაპირობაა შესასრულებელი: მიშა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და საქართველო მოღალატეთა მმართველობიდან.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:

რაო, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებსო? 
თანაც ვინ ამტკიცებს ამას? ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ ზურაბიშვილი პუტინის კადრიაო.
ბოდიში მაინც მოიხადეთ ვცდებოდითო, თორემ მე არც დანკოსი დამვიწყებია და არც მისი საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულება,
მე დღესაც დარწმუნებული ვარ მის კოლაბორანტობაში.
გვინდა პოლარიზაციის შემცირება? ამისთვის ორი წინაპირობაა შესასრულებელი: მიშა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და საქართველო მოღალატეთა მმართველობიდან.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.

#თავისუფლებამიშას !