მე ვფიქრობ, კონსტიტუციაში ყველაფერი კარგად წერია. გავაგრძელოთ ცხოვრება",- ამის შესახებ "თიბისი" ბანკის და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რექაციაში" განაცხადა.
ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე : "უმცირესობების საკითხზე, რაც მუდმივად ვნებათაღელვი საგანია ამ ქვეყანაში, ყველა პოლიტოკოსის პოზიციაა საინტერესო. სექსუალური-რელიგიური-ეთნიკური უმცირესობები, როგორ უყურებთ თქვენ ამ ყველაფერს, თქვენი ხედვა როგორი იქნება, პოლიტიკაში შემოდიხართ. მაგალითისთვის, დიდი სჯა-ბაასი იყო ატეხილი უნდა ჩაწერილიყო თუ არა კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიცია, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა თუ ემხრობთ ამ ჩანაწერს? თუ ფრიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციულია?! თქვენი პროზიცია უმცირესობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჩამომიყალიბოთ" მამუკა ხაზარაძე პასუხობს: "მე ვფიქრობ, რაღაც ქარიშხალი არ უნდა მოვახდინოთ ჭიქაში. მე ვფიქრობ ეს არის თავსმოხვეული ამბები. მე ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც ჩვენ კონსტიტუციაში წერია, სადაც დაცულია ყველა უფლებები, ყველა ადამიანი. ყველა მრწამსის, უმცირესობის თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული . პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ამ ადამიანების უფლებებს არ იცავს ისე, როგორც უნდა იცავდეს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, კონტიტიუცაში ჩანაწერთან დაკავშირებით. მე როგორც ქართველი კაცი, ვთვლი რომ ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი- ქალი და კაცი, მათ მისცა ოჯახის შექმნის საშუალება. შესაბამისად, ესე ცხოვრობს ეს ქვეყანა. გამჯდარი გვაქვს ეს ყველაფერი. ზედმეტი ჩანაწერით, რას გავაკეთებთ, როდესაც სამოქალაქო კოდექსით ჩანაწერი არსებობს რა თამაში მიდის, ვის ჭირდება ამ თემებით მანიპულირება. მე ვფიქრობ ყველაფერი კარგად წერია. გავაგრძელოთ ცხოვრება. ყველაფერი უნდა იყოს დაცული. არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება ძალადობით ვიღაცას მიაყენოს ზიანი",-განაცხადა ხაზარაძემ.