ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფში საუბარი არ ყოფილა, ამიტომ ლოგიკური მგონია, რომ ისინი ჯგუფიდან გავლენ. პარტნიორობა ნიშნავს მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს და არა ტელევიზიით და საჯარო გადაწყვეტილებების გაცნობას პარტნიორებისთვის - ამას ვერ მოვიწონებთ“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.