ცოტა ადექვატურები ვიყოთ შეფასებაში, მიუხედავად პოლიტიკაში მისი წარმატება-წარუმატებლობის, თუ შუქ-ჩრდილებისა! - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პარტია "ლელოს" ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ შეფასებებს:

მამუკა ხაზარაძეს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა საქართველოში და მხოლოდ ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია შეექმნა, მარტო ამით გადაწონიდა დღეს საქართველოში “მოღვაწეთა” 99 პროცენტის საქმიანობის შედეგებს და როლს საქართველოს მომავლისთვის. აღარაფერს ვამბობ დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდა თაობაში გავრცელებისა და განათლების სფეროს მიმართ მის მხარდაჭერაზე. ასე რომ, ცოტა ადექვატურები ვიყოთ შეფასებაში, მიუხედავად პოლიტიკაში მისი წარმატება-წარუმატებლობის, თუ შუქ-ჩრდილებისა! - წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

„ლელოს“ ერთერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.