თვითონ მოიჭრეს ტოტი, რომელზეც სხედან, ავტოგოლის ავტორები არიან. თუნდაც როთის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს გაანადგუროს ის მიღწევები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ართმევს მომავალს ახალ თაობას.

„ახლა, რომ ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას და ვთქვათ გააუქმეს, ეს დანაშაული ვისი იქნება ხელისუფლების თუ ოპოზიციის? ეს ხომ მათი მოთხოვნაა. ანუ შენ მიიღე, შენ ამას მიაღწიე და ახლა მე გიუქმებ. ამიტომ პროტესტის ტალღა ვისკენ უნდა წარიმართოს ხომ არ იცით?! მე პირადად დავუპირისპირდები ოპოზიციას იმიტომ, რომ მან გააკეტა ყველაფერი, რომ ჩემი ხალხისთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი მომავლისთვის ეს მიღწევა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა წაერთმია. ეს იქნება პირდაპირი დაპირისპირება. აი ის დოკუმენტი, რომელიც ბოკუჩავამ ჩაიტანა, სადაც წერია რომ დაუწესეთ სანქციები, გაუუქმეთ, ნუღარ მისცემთ დახმარებას საქართველოს ეს არის მტრობა.

და მეორე, როდესაც მიდის გამალებული საუბარი, რომ აქ უნდა იყოს ომი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და არის ზეწოლა და უნდათ ქაოსი და ებრძვიან ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ის ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც საქართველოს აქვს თუნდაც ანაკლიის პორტი, თუნდაც ჩინეთთან ურთიერთობები, ტვირთბრუნვა ეს ყველაფერი ხომ ევროპისთვის არის. იმ ევროპისთვის, რომელიც დააქციეს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავად არის ევროპის მტერი, რადგან ცდილობს ჩართოს საქართველო ომში და დააზარალოს ევროპა ისევე, როგორც ეს უკრაინის ომის შემთხვევაში მოხდა.