მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
"მე არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთხვევაში.
რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სერიოზული პოლიტიკური შეცდომა მგონია და შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ჩვენგან მოქმედებას ელოდებიან", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, კობა ნაყოფიამ განაცხადა - ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება