რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პარლამენტთან მხვდებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. პოლიციამ მითხრა, რომ საქართველოს ხვალ დატოვებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს და როგორც პოლიციამ მითხრა, ის დატოვებს საქართველოს ხვალ. მე არასდროს არ მინახავს ეს ადამიანი, არავითარი კონტაქტი და ურთიერთობა არა მაქვს რუსეთის მოქალაქეებთან და არც მქონია არასდროს. არ მყავს მეგობრები და ნაცნობები რუსეთში და ამიტომ ძალიან უცნაურია, როდესაც საქართველოს პარლამენტთან მე მელოდება რუსეთის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაზგასმული იყო ჩემი უკრაინაში მოღვაწეობა, მან პოლიციას უთხრა, რომ მე ვიცი, ის უკრაინაში მუშაობდა. შეიძლება ამასთანაა კავშირში. მე უკრაინაში მაღალი თანამდებობა მეკავა - ეროვნული პოლიციის უფროსი, ჩემი დანაყოფები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დონბასში რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმების ტალღა და როგორც მივხვდი, აქედან იცოდა ჩემს შესახებ.
პირველად არის საქართველოს ისტორიაში, რომ რუსეთის მოქალაქისგან საქართველოს პარლამენტის წევრს შემაკავებელ ორდენს უწეს საქართველოს პოლიცია, არ ვიცი, სევდიანია თუ ირონიული ეს ამბავი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისათვის, ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: „სამი დღეა პარლამენტთან მხვდება ერთი რუსი კაცი და სადღაც წაყოლას მთხოვს“.