ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდით, რომ მიკვირს და მიხარია, აღტაცებას გამოვთქვამ, არაორდინალურია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, - ამის შესახებ „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„რომ დავფიქრდეთ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაა. ჩავა ბრიუსელში, შეხვდება ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ კონკრეტული გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ აპირებს კანონის უზენაესობას, დეოლიგარქიზაციის, თავისუფალი არჩევნების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობის რეფორმას, იუსტიციის საბჭოს რეფორმას, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს კანონის უზენაესობისთვის. ამ ყველაფერს გეგმა სჭირდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში” და რეგლამენტში ცვლილებებს, ხატია დეკანოიძის შეფასებით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

„იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ 9 დათქმა შეასრულოს და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს, ამის პარალელურად პარლამენტში იღებდნენ ზუსტად ამ კანონპროექტს. მე შემიძლია ძალიან კონკრეტულად ვთქვა - ეს არის ერთი ნაბიჯი უკან.

დეკემბერში ჩვენ მოლაპარაკებების გახსნას ველოდებით და დიპლომატიურ კორპუსთან საუბრისას სწორედ ეს იყო შეშფოთების საგანი, რომ რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კვლავ ანტიდასავლურ ხაზს მიჰყვება.

პარალელურად ბატონი კობახიძე ბრიუსელშია და მართლა მაინტერესებს რა უთხრეს, რა პასუხი ჩაიტანა მან ბრიუსელში, როდესაც პრაქტიკულად ანტიევროპული კანონმდებლობა შემოიტანეს და დაამტკიცეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.